მთავარი პროკურატურა

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრები დაკითხვაზე დაიბარა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრები დაკითხვაზე დაიბარა. უწყების ინფორმაციით, ჩვენების მისაცემად დაბარებულია ოთხი პირი - რუსთავი 2-ის დაცვის უფროსი რამაზ ლაფაჩიშვილი, სახხელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ლაგურაშვილი და სანდრა რულოვსის დამხმარე გავაზ კულოიანი.

მთავარი პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით დაიბარეს. 

კომენტარები