PMMG: 18:30 საათისთვის დარღვევის 46 ფაქტი დაფიქსირდა

თვითმმართველობის არჩევნები 2014
ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციის მრავალეროვანი საქართველო (PMMG) სადამკვირვებლო მისიამ 18:30 საათისთვის 8 საჩივარი შეიტანა და დარღვევის 46 ფაქტი დააფიქსირა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 4 საჩივარი უკვე დაკმაყოფილებულია.

PMMG-ის თანახმად, თბილისში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 საარჩევნო ოლქის (კრწანისი #4, ისანი #5 და სამგორი #6) 46 საარჩევნო უბანზე 17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა არის 23.6%.

სადამკვირვებლო მისია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ქვემო ქართლში (ქალაქი რუსთავი), კახეთში (ქალაქები: თელავი, ყვარელი, ახმეტა), შიდა ქართლში (ქალაქი გორი), მცხეთა-მთიანეთში (ქალაქი მცხეთა) თბილისის 3 საარჩევნო ოლქში (კრწანისი, ისანი, სამგორი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 155 დამკვირვებლის საშუალებით აკვირდება. აქედან ორგანიზაციის დამკვირვებლები 100%-ით ფარავენ ქალაქებს - თელავი, გორი და მცხეთა.

კომენტარები