ბაქრაძე: ხმა მივეცი თბილისის მერს, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ძლიერი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ დღეს იმართება არჩევნების მეორე ტური.

"მე პირადად ხმა მივეცი თბილისის მერს, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ძლიერი, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ თბილისელების წინაშე და რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ქალაქსა და ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება იყოს უკეთესი. ადამიანების პრობლემები გვარდებოდეს და თითოეული თბილისური ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად მომავალი წლების განმავლობაში. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს მოვა ანალოგიური განწყობით და გააკეთებს ანალოგიურ არჩევანს" - განაცხადა დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები