საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რევაზ გაჩეჩილაძეს შეხვდა. რევაზ გაჩეჩილაძე ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 7 ივლისს დანიშნა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა და რევაზ გაჩეჩილაძემ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.