სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტი დაიწყო. ის 11:00-ზე საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ძირითადი მიზანია NATO-ს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება.
გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.
ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.





