ჟორდანიას საქმე

მერაბ ჟორდანია ვიტესის დირექტორის მიმართ მუქარის გამო დამნაშავედ ცნეს

მერაბ ჟორდანია
radiotavisupleba.ge

გენერალურმა პროკურატურამ მერაბ ჟორდანიას საფეხბურთო კლუბ ვიტესის დირექტორის, იოსტ დე ვიტის მიმართ გაკეთებული მუქარების გამო, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები მიუსაჯა, ამის შესახებ ინფორმაციას ერთბაშად რამდენიმე ჰოლანდიური გამოცემა ავრცელებს.

The Gelderlander-ის ცნობით, მერაბ ჟორდანიას განაჩენი არ გაუსაჩივრებია, ადგილობრივ მედიას კი პროკურატურა ახლო მომავალში აცნობებს თუ კონკრეტულად რა სახის სამუშაოების შესრულება მოუწევს ვიტესის ყოფილ პრეზიდენტს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე დე ვიტის მიერ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟორდანია მას თითების მოჭრით ემუქრებოდა. ქართველმა ბრალდების შესახებ განაცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო და ბოდიში მოიხადა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ჟორდანიას არნემის ვიტესის სტადიონსა და სავარჯიშო ბაზაზე გამოჩენა 3 წლით აუკრძალეს.

კომენტარები