საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა გამართა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტის გამოსვენება 13 ივლისს 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება.
ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველა სხვა საკითხს კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს.
ედუარდ შევარდნაძე დღეს, 7 ივლისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.