ახალი ტექნოლოგიები

ახალი სმარტფონისთვის ძველი ყურსასმენი აღარ გამოგადგებათ

გერი ნაითი / Flickr

Apple-მა ივნისში ახალი ყურსასმენები Lightening Headphones დაანონსა, რომელსაც აქამდე სტანდარტად ქცეულისგან განსხვავებული მიკრო USB შესაერთებელი პორტი აქვს. Apple-ის მისი მომავალი პროდუქცია USB ყურსასმენის პორტებით იქნება აღჭურვილი.

ახალ Google Nexus-საც USB ყურსასმენის პორტი ექნება. ამის შესახებ ინფორმაცია Google-მა Nexus-ის პირველი საჯარო პრეზენტაციაზე გაავრცელა.

Forbes-ის თანახმად, Apple-ში ამბობენ, რომ ახალ კონფიგურაციას უკეთესად შეუძლია მუსიკის გადაცემა, ვიდრე ეს აქამდე არსებულ 3.5 მილიმეტრიან სისტემას შეეძლო. USB დეკოდერის შესაძლებლობები ძველი კონფიგურაციის შესაძლებლობებს აღემატება, მას უფრო მეტი ფორმატის გადატანა შეუძლია. ყველაზე დიდი სხვაობა კი იმაში მდგომარეობს, რომ USB დეკოდერის ბაზაზე შესაძლებელია ჭკვიანი ყურსასმენების შექმნა, რომელშიც მომხარებელი სხვადასხვა აპლიკაციებს დააყენებს. არ არის გამორიცხული ახლო მომავალში ჭკვიანი ყურსასმენების გამოჩენა, რომელიც ჭკვიან საათებთან ერთად ჭკვიანი აქსესუარების ბაზარს დაიკავებენ.

ცვლილება შესაძლოა ყურსასმენების მულტიმილიონიან ბიზნესად ჩამოყალიბების მცდელობა იყოს - წერს Forbes. ძველი ყურსასმენები უბრალოდ აღარ იქნებიან თავსებადები ახალ გაჯეტებთან, რაც მომხარებლებს უბიძგებს ახალი პროდუქციის შეძენისკენ.

Apple-ის შემდეგ ყურსასმენების ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშე Beats Electronics-ია, რომელიც ბაზრის 27% -ს იკავებს, Beats პრემიუმ ყურსასმენების ბაზარზე უმსხვილეის მოთამაშეა და მისი წილი 57%-ს შეადგენს.

კომენტარები