კანონიერი ქურდი

შსს: მინდია გორაძე ძებნილი არ არის

შსს-მ საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, მინდია გორაძე შსს-ს მიერ ძებნილი არ არის. გიორგობიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მინდია აბაშიძის სახელით და გვარით საქართველო-თურქეთის საზღვარი 19 ივნისს არავის გადმოუკვეთავს.

"მინდია გორაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილი არ არის, ხოლო რაც შეეხება მოქალაქეს სახელით და გვარით მინდია აბაშიძე, ასეთი სახელით და გვარით საქართველო-თურქეთის საზღვარი არავის გადმოუკვეთავს 19 ივნისს", - თქვა გიორგობიანმა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, მეტსახელად ლავას-ოღლი. ამის შესახებ პარტია გავრცელებულ განცხადებაში იტყობინება. მათივე ინფორმაციით, მინდია გორაძე საქართველოში მინდია აბაშიძის სახელით შემოვიდა, საქართველოს ტერიტორიაზე მას მეგობრები, ფაღავა და რამაზ დევაძე დახვდნენ, რომლებიც შემდეგ დევაძის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებონენ, საღამოს კი სასტუმრო „გოლდენ პალასის" რესტორანში იქეიფეს. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მინდია გორაძემ საქართველო მეორე დღეს, 20 ივლისს დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მსაგსი ინფორმაცია მანამდეც გაავრცელა. მაშინ პარტია იტყობინებოდა, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენი) აეროპორტიდან გააპარეს. ეს ინფორმაცია შსს-მ უარყო.

კომენტარები