უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გვიან ღამით ბრძანება გასცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 72 საათით, 30 ივნისამდე გაგრძელების შესახებ.
ამ დროის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება ელოდება, რომ დაიწყება სამშვიდობო გეგმის პრაქტიკული რეალიზაცია, ეუთო-ს მეთვალყურეობით დაწესდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სეპარატისტები კი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე გამშვებ პუნქტებს დატოვებენ და ყველა მძევალს გაათავისუფლებენ. პოროშენკოს ასევე იმედი აქვს, რომ ამ პერიოდში შეწყდება დაქირავებულთა მობილიზაცია რუსეთის ტერიტორიაზე და უკრაინაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გადაადგილება.
ხელსუფლებამ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა 20 ივნისს გამოაცხადა, თუმცა ტერორისტები უკრაინელ სამხედროებზე თავდასხმებს განაგრძობენ.





