ასოცირების ხელშეკრულება

პრემიერი: "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს დღე არ იქნებოდა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ   "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში არ ყოფნის შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ მოხდებოდა. მისივე თქმით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებამ განაპირობა რუსეთის ხელისუფლების "დაპირება, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესში".  

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ვართ კონსტრუქციული, პროგნოზირებადი ხელისუფლება. სწორედ ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია, რომ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, ეს დღე არ იქნებოდა საქართველოში და ამ ისტორიულ დღეს არ ვიზეიმებდით. ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია, რომ რუსეთთან დავიწყეთ ურთიერთობების ნორმალურ ჩარჩოებში ჩასმა და რაც მთავარია, ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი დაპირება, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა საქართველოს ევროკავშრთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესში და ეს პირობა შეასრულეს. ეს მისასალმებელია. ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი დავინახეთ რუსეთის ხელისუფლებისგან და მე მხოლოდ მივესალმები მათ თანხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები