კრიზისი უკრაინაში

პოროშენკომ რუსეთს ევროსაბჭოდან მიმართა

უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვიდა. პეტრო პოროშენკომ რუსეთს კონფლიქტის ზონაში ეუთოსთან ერთად მონიტორინგში მონაწილეობა შესთავაზა. 

"გააძლიერეთ საზღვრის დაცვა. შეაჩერეთ სამხედრო ტექნიკის არალეგალური შემოსვლა. შეწყვიტეთ დაქირავებულების მობილიზება, ბოლოსდაბოლოს, გაიყვანეთ ჯარი. შეწყვიტეთ სიძულვილის ნაკადი რუსული მასმედიის საშუალებებით, ეს არ ეხმარება მშვიდობის დამყარებას" - განაცხადა პოროშენკომ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და საფრანგეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა უკრაინის კრიზისი და რუსეთის წინააღდეგ სანქციების შესაძლო გამკაცრების საკითხი განიხილეს. კერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მხოლოდ ჯარის გამოყენებაზე უარის თქმა არასაკმარისია და მოსკოვმა სიტუაციის დასარეგულირებლად სასწრაფო ნაბიჯები უნდა გადადგას.

კომენტარები