სააპელაციო სასამართლომ მარნეულის ათი უბნის შედეგები არ გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

საპარლამენტო უმცირესობა მარნეულის 10 უბნის შედეგების გაუქმებასა და ამ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა.

მარნეულში ამავე უბნებზე ხმების გადათვლას ითხოვდა თავისუფალი ზონა. სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბიულეტენებს თავიდან მხოლოდ 39-ე უბანზე დაითვლიან.

კომენტარები