ენერგეტიკა

General Electric-ი ფრანგულ ენერგოგიგანტ Alstom-ს $16.9 მილიარდად იყიდის

Alstom-ის ქარის ფერმა გაერთიანებულ სამეფოში
alstom.com

ამერიკული General Electric (GE) ფრანგულ Alstom-ს იყიდის. 22 ივნისს Alstom-ის სამეთვალყურეო საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა ამერიკული კომპანიის შეთავაზება და GE საფრანგეთის ენერგოგიგანტს 16.9 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times (FT) ავრცელებს.

შეთანხმების საბოლოოდ დამტკიცებამდე საფრანგეთის მთავრობამ წამოაყენა პირობა, რომ Alstom-ის 20%-ს სახელმწიფო იყიდდა, რის შედეგადაც საფრანგეთი GE-ს ერთერთ უმსხვილეს პარტნიორად იქცევა. 

FT-ს მიხედვით GE-ს შეთავაზებამ უკან ჩამოიტოვა ისეთი გიგანტები, როგორიც არიან Siemens და Mitsubishi. 

Alstom-ის წლიური ბრუნვა 3.8 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტია და ფრანგულ ბაზარზე ენერგეტიკის სექტორის ტოპ სამეულში შედის. 

GE-ს ისტორიაში Alstom ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. 

კომენტარები