შუმახერი კომაში

მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა და ჰოსპიტალი დატოვა

მიხაელ შუმახერი
STR/Getty Images

ლეგენდარული ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა და ჰოსპიტალი დატოვა.

ეს ცნობა ოფიციალურად მისმა პრესმდივანმა დღეს დაადასტურა. მისი თქმით, შუმახერმა კლინიკა დატოვა, თუმცა ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელოდება.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, შუმახერი არც საზოგადოების წინაშე გამოჩენილა.

ლეგენდარულმა მრბოლელმა მძიმე ტრავმა 29 დეკემბერს, საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს მიიღო. მას შემდეგ იგი გრენობლის კლინიკაში კომაში იმყოფებოდა.

კომენტარები