ქალ ამომრჩეველს ბიომეტრიულ სიაში კაცის ფოტო დახვდა

ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთის ინფორმაციით, ხონის მუნიციპალიტეტის მეოთხე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ვერიფიკაციის პრობლემა შეიქმნა. კერძოდ, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ვარდიკო კაკაბაძეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიის შესაბამის გრაფაში კაცის ფოტო დახვდა. საუბნო კომისიის თავმჯდომარის ნიკო კალანდაძის თქმით, ამომრჩევლის სხვა მონაცემები წესრიგში იყო, შესაბამისად, მან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

"ვარდიკო კაკაბაძის გრაფაში მისი ფოტოს ნაცვლად კაცის ფოტო იყო. სხვა მონაცემები შესაბამისობაში მოიდოდა მის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემებთან. ამიტომ ჩვენ შევასრულეთ კანონით გათვალისწინებული პროცედურები და მან ხმა უპრობლემოდ მისცა." - უთხრა ნეტგაზეთს კალანდაძემ.

კომენტარები