წულუკიანი: ნაციონალური მოძრაობა ადამიანებს ეთნიკური ნიშნით ყოფს

ეს არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად, საქართველოს ჰყავს ძლიერი ინსტიტუტები და ისინი არ დაუშვებენ არანაირ პროვოკაციას, მათ შორის არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველოს ის დიდი სიმდიდრე, რაც არის ეთნიკური მრავალფეროვნება, ზოგიერთ რაიონი ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. მინდა მივმართო ყველას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დამკვირვებლებს, არასამთავრობო სექტორი, ძალიან დიდ ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებს მარნეულში, გარდაბანში, ნინოწმინდაში და სხვაგან, სადაც სახელმწიფოც იქნება მობილიზებული, რადგან ეს პარტია, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ცდილობდა ადამიანები დაეყო ეთნიკური ნიშნით, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა ჩვენი ერის მომავლის წინაშე.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საარჩევნო ფონის შესახებ.

კომენტარები