გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია კარიერას იტალიურ ვერონაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია, ოფიციალურად ვერონას ფეხბურთელია.

სატრანსფერო სპეკულაციები ჭანტურიას იტალიაში გადაბარგების შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, საუბარი იყო სხვადასხვა გუნდების, მათ შორის პარმას ინტერესზე, თუმცა საბოლოოდ ქართველი ვერონამ გადაიბირა.

იტალიაში ფეხბურთელი რუმინული კლუჟიდან გადავიდა, სადაც 7 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო, რის გამოც ბოლო პერიოდში არ უთამაშია.

ჭანტურია ჰოლანდიურ ვიტესში 2011-დან 2014 წლამდე ირიცხებოდა. ნახევარმცველმა ჰოლანდიაური კლუბის მაისურით 37-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებში, ჭანტურიას ერთი მატჩი - 2014 წლის 5 მარტს ლიხტენშტაინის გუნდის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით გამოიჩინა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვერონამ კლუჟს ქართველის სანაცვლოდ მილიონი ევრო გადაუხადა.

კომენტარები