გიორგი ჭანტურია

ჭანტურია რუმინული კლუჟის ფეხბურთელია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია კარიერას რუმინულ კლუჟში გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და 4-წლიანი კონტრაქტიც გაფორმებულია. ჰოლანდიელები ქართველის სანაცვლოდ მილიონ ევროს მიიღებენ.

თავდაპირველად ქართულ და უცხოურ სპორტულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჭანტურია კარიერას იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ კლუბში გააგრძელებდა, სახელდებოდა რამდენიმე ვარიანტიც. საბოლოოდ, ქართველმა კლუჟთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ სატრანსფერო პერიოდში რომელიმე კლუბი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას მოისურვებს, შესაძლოა ჭანტურია სერია ა-ში უკვე მომავალ სეზონში ვიხილოთ.

კომენტარები