შოთა გრიგალაშვილი

კაკუბავას შემდეგ, ომონიამ შოთა გრიგალაშვილიც გაიფორმა

ლევან კაკუბავას შემდეგ, კვიპროსულ ომონიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - შოთა გრიგალაშვილი ჩაირიცხა.

27 წლის ნახევარმცველი აქამდე, ასევე კვიპროსულ ანორთოსისში თამაშობდა, სადაც 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა. 

ომონიამ კვიპროსის დასრულებულ საფეხბურთო ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ომონიამ შესაძლოა ახლო მომავალში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაიფორმოს, თუმცა ამ ეტაპზე მისი ვინაობა არ სახელდება.

კომენტარები