მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

კანცელარიასთან აქცია შარდში ვერ იპოვი კრიმინალს - გამოხატე სოლიდარობა გაიმართა

დღეს მთავრობის კანცელარიის წინ აქცია სლოგანით  შარდში ვერ იპოვი კრიმინალს - გამოხატე სოლიდარობა გაიმართა.

აქციის მონაწილეები 8 ივნისს, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მიერ, კერძო წვეულებაზე მყოფი 16 ადამიანის, მათ შორის მოძრაობა 2 ივნისის აქტივისტების დაკავებასა და  ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანას აპროტესტებდნენ. მათ კანცელარიის წინ სოლიდარობის ნიშნად, საკუთარი შარდი მიიტანეს.

მოძრაობა ორი ივნისის აქტივისტები მთავრობისგან წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, ნარკოპოლიტიკის გადახედვასა და მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საქართველოს ექვს ქალაქში, ასევე ბერლინში, ნიუ იორკსა და კინაში აქციები გაიმართა.

 

 

კომენტარები