მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

პრეზიდენტი: არაძალადობრივ დანაშაულზე უფრო ჰუმანური დამოკიდებულება უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, დანაშაულის მიმართ, რომელიც ძალადობას არ შეიცავს, უფრო ჰუმანური დამოკიდებულება უნდა იყოს. მარგველაშვილმა აღნიშნული კომენტარი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე გააკეთა.

"ჩემი აზრით, დანაშაულის მიმართ, რომელიც არ შეიცავს ძალადობას, უნდა იყოს უფრო ჰუმანური დამოკიდებულება. დანაშაული, რომელიც არ არის ორიენტირებული სხვა ადამიანის ჩაგვრაზე, ძალადობაზე... გლობალურად უფრო ჰუმანური და ლმობიერი უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოება. საერთოდ, მინდა, რომ ჰუმანური და ლმობიერი გახდეს ჩვენი საზოგადოება", - თქვა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერის განცხადებით კი, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება.

კომენტარები