მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

ვოლსკი: პომპონჩიკიანი ლიბერალები ქუჩას არ იცნობენ

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია დანაშაულია, ჩემი აზრით. პომპონჩიკიანი ტიპები, რომელსაც თქვენ ხედავთ, ლიბერალური ადამიანები არიან, ლიბერალური ფასეულობებით - ხშირ შემთხვევაში, კულტურასთან უფრო ახლოს, ვიდრე - ქუჩასთან. ქუჩას არ იცნობენ. ქუჩა ძალიან დაუნდობელია. იქ ნებისმიერი შეღავათი ნებისმიერ ნარკოტიკზე ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რასაც სერიოზული დამაზიანებელი შედეგი ექნება პატარა ნაწილისათვის, თორემ ეხლა ჰოლანდიაში კაფეში შედიან და უნივერსიტეტის პროფესორები სტუდენტებთან ერთად აბოლებენ. ჯარიმა რა, წავა, მოწევს, მერე მამამისი ვალს აიღებს, მერე მე მომადგება, იპოთეკარი ვარ, მეტყვის, მიშველეთო. იპოთეკარებშიც უამრავი ადამიანი "გაჭედილია" იმიტომ, რომ შვილმა რაღაც გააკეთა... შეიძლება შვიდი წელი მართლაც ძალიან ბევრია, მაგრამ სასჯელის რაღაც ფორმა აუცილებლად უნდა იყოს. იმიტომ რომ არის ნარკოტიკების მომხმარებელთა ორი კატეგორია: ერთი, ბოგემურ ნაწილად მიიჩნევს საკუთარ თავს და ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს და არის მეორე ნაწილი, რომელიც არ ჩანს და რომელიც არის საკმაოდ ისეთი, დაუნდობელი, ნაკლებად მომთხოვნი ხელოვანთა მიმართ – საერთოდ არ აინტერესებს. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

კომენტარები