საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: სინოდის სხდომასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

"ზოგიერთი პიროვნება და სააგენტო რამდენიმე დღეა, მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას როგორც კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით, ისე 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის შესახებ. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ადრეც რამდენჯერმე განახორციელეს. განვმარტავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რიგითი სხდომა, რომელიც ყოველ წელს ორჯერ იმართება საქართველოს საპატრიარქოში", - აცხადებს საპატრიარქო.

დღეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია. როგორც ცნობილია, ელიზბარ დიაკონიძემ განაცხადა, თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი პენსიაზე გავა. სწორედ ამ ინფორმაციას უარყოფს საპატრიარქო. 

კომენტარები