პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პლენარული სესიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე არ გაიმართება. როგორც რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ უსუფაშვილმა თქვა, მომდევნო პლენარული სხდომა 27 ივნისს ჩატარდება, თუმცა კომიტეტებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
"27 ივნისი პლენარული სესიის ბოლო დღეა. ჩვენი საკანონმდებლო საქმიანობის მიმდინარეობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ივლისის პირველ ნახევარში რიგგარეშე სესიაზე შეკრება დაგვჭირდება და ამაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტთან ერთად მივიღებთ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე კანონი პირველი მოსმენით მიიღო.





