ვაკეში ქუჩური გარჩევის დროს 40 წლამდე მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინციდენტი ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, დაზარალებული რკინის საგნით სცემეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





