ფარული მოსმენები

დღეს პარლამენტი ფარულ მოსმენებზე კანონს პირველი მოსმენით უყრის კენჭს

დღეს პარლამენტი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას შეეცდება. 

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ახალ რეგულაციებს აწესებს, პირველი მოსმენით 16 მაისის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, მაგრამ კენჭი ვერ უყარეს, რადგან პარლამენტში კვორუმი არ შედგა.

პლენარული სხდომა კენჭისყრის ჩასატარებლად 29 მაისისთვის დაინიშნა. 

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შედის.

კომენტარები