ეროვნული ეგზიტპოლის მონაცემებით, უკრაინის არჩევნებში პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეგზიტპოლის მიხედვით, პეტრო პოროშენკომ ხმათა 55% დააგროვა. მეორე ადგილზე ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკოა.
არჩევნებში სულ 18 კანდიდატი მონაწილეობდა.
აღმოსავლეთ რეგიონებში კი რუსი ტერორისტები არჩევნების პროცესს კვლავ ხელს უშლიან.