საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 50%-მა მიიღო

Reuters

17:00 საათის მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე არჩევნებში ამომრჩეველთა 50%-ის აქტივობაა დაფიქსირებული. სულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 36 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული.

პარტია ბატკივშჩინას წარმომადგენლის სერგეი სობოლევის განცხადებით, "17 საათის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინაში არჩევნები შედგა". მისივე თქმით, "იმას, რასაც რუსეთი და პერსონალურად პუტინი იმედოვნებდა - შეეშალა არჩევნებისთვის ხელი, ვერ განხორციელდა".

ხმის მიცემა უკრაინის დროით 20:00 საათზე დასრულდება.

კომენტარები