საქართველო-ევროკავშირი

შვედეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 500 მილიონი ევროთი დაეხმარება

შვედეთის დროშა
sacc-georgia.org

შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრმა, ჰილევი ენგსტრომმა, საქართველო-შვედეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოკლე სტატია გამოაქვეყნა. 

მისი თქმით, ეს პერიოდი ევროპისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია და შვედეთმა გადაწყვეტილება მიიღო რთული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რაც გარეგან საფრთხეებს უკავშირდება, გრძელვადიანი თანამშრომლობა განაგრძოს ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან აღმოსავლეთ ევროპაში 2014 - 2020 წლებში. 

ენგსტრომის თქმით, მომავალი 7 წლის განმავლობაში, შვედეთი მიახლოებით 500 მილიონი ევროს დონაციას აპირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად. ჩამონათვალში შედის სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. შვედეთის დახმარება მიმართული იქნება ქვეყნებისათვის ევროინტეგრაციის საკითხებში მხარდასაჭერად. 

"შვედეთი მზად არის დაეხმაროს საქართელოს ევროინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე. რაც უფრო მეტ შრომას ჩადებს საქართველო ამაში, მით მეტი მხარდაჭერა ექნება შვედეთისა და ევროკავშირის მხრიდან" - ნათქვამია ენგსტრომის სტატიაში. 

დღესდღეობით შვედეთი ერთერთი ყველაზე მასშტაბური დონორია საქართველოსთვის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო ადმინისტრირების საკითხებში ეხმარება ქვეყანას და მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს.

კომენტარები