სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, "უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება უნდა იყოს ეფექტიანი და მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს". ამასთან, ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, როგორ, რა პირობებში მოხდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული უკანონო მასალების მოპოვება. ომბუდსმენის თქმითვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცული იყოს ჟურნალისტის უფლებები.
"ჟურნალისტს კანონით უფლება აქვს, არ დაასახელოს წყარო, თუმცა შეძლება ითქვას, რომ ამ მასალის გაშვებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა იყო დარღვეული", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა და ამ კონტექსტში, ბიზნესმენების საუბრის ამსახველ მასალები დაასახელა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა პოლიტიკოსების და ბიზნესმენების ფარული ჩანაწერები 10 მაისს გამოაქვეყნა.





