საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

პრემიერის ინიციატივა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ამ ცვლილების შედეგად საჯარო მოხელეებს არჩევნების შემდეგ აღარ დაითხოვენ სამსახურიდან. შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად მიიღებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ინიციატივით უმრავლესობას წინა კვირას მიმართა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებებს კენჭს პარლამენტი დღეს უყრის - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები წლის დასაწყისში  შევიდა, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ,  თვითმმართველობების ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და მათი უფლებამოსილება შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე გასტანს. ამ ცვლილებებს კრიტიკა მოჰყვა, როგორც პოლიტიკური ოპონენტებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელითაც მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სადავო მუხლის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. 

კომენტარები