ასოცირების შეთანხმება

ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის თარიღი შესაძლოა, ხვალ გახდეს ცნობილი

radiotavisupleba.ge

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კონკრეტული თარიღი შესაძლოა ხვალ გახდეს ცნობილი. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან ხვალინდელ შეხვედრებზე იქნება უფრო მეტი კონკრეტიკა, თუ როდის მოეწერება ხელი ასოცირების შეთანხმებას. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ხვალ გაირკვევა, როდის და სად გაიმართება ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.

მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს ივნისის ბოლოს, თუმცა, კონკრეტული რიცხვი ჯერ უცნობია.

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნული კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის მასთან ერთად ალექსი პეტრიაშვილი და ფილიპ დიმიტროვი დახვდნენ.

კომენტარები