საპარლამენტო უმცირესობა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნული ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დააყენა. მისი თქმით, რუსთავი 2-თან დაკავშირებულ უკანონო მოსმენებზე აუცილებელია, ჩატარდეს გამოძიება, რომლითაც დამნაშავეების ვინაობა დადგინდება.
"სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც რუსთავი ორის გარშემო შეიქმნა, აუცილებელია სწორი და სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს, ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელიც მიმდინარე მოვლენებს შეისწავლის და სწორ დასკვნას დადებს", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წინადადებაზე პარლამენტში ხვალ იმსჯელებენ.





