საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პეტრიაშვილი: დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს რუსეთთან

eu-integration.gov.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ყველა დაბრკოლების და სირთულის მიუხედავად, საქართველო რუსეთთან დიალოგს განაგრძობს. ამასთან, საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პეტრიაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არამც და არამც არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივის განვითარებას. სავაჭრო ბრუნვა იზრდება როგორც საფრანგეთთან, ისე რუსეთთან, ამით ნამდვილად არ ადგება ზიანი არც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, არც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა და სირთულეებისა, ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს რუსეთთან, განვაგრძობთ ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას რუსეთთან, მაგრამ ჩვენი არჩევანი უალტერნატივოა. ეს არის ევროატლანტიკური არჩევანი", - თქვა პეტრიაშვილმა.

კომენტარები