NDI-ის კვლევა

NDI: რელიგიურ მრწამსს გადაწყვეტილებების მიღებაში 86% მნიშვნელოვნად მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 86%-სთვის ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში საკუთარი რელიგიური მრწამსი მნიშვნელოვანია, 1%-სთვის - უმნიშვნელო.

ამასთან, კითხვაზე, "განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიც არის ქორწინება და გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას", 17% პასუხობს, რომ "კვირაში ერთხელ ან მეტჯერ", 20% თვეში ერთხელ დადის ეკლესიაში, 22% - მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულებზე, 30% - "უფრო იშვიათად", ხოლო 10% "არასდროს". 

ამასთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს. ეკლესიას სანდოდ არ მიიჩნევს 1%, 5%-ს კი ამ საკითხზე აზრი არ გააჩნია.

კომენტარები