ანტიდისკრიმინაციული კანონი

მღვდლებმა საკომიტეტო მოსმენა დატოვეს: წინა ხელისუფლებაზე უარესს აკეთებთ

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

სასულიერო პირებმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსმენა დატოვეს, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა მიმდინარეობდა. სასულიერო პირები მღვდელ დავით ისაკაძეს გაჰყვნენ, რომელმაც დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა. სასულიერო პირებთან ერთად მყოფი ჯონდი ბაღათურია დაემუქრა ეკა ბესელიას ”თქვენ სცადეთ მოგვლაპარაკებოდით. ნუ დათესავთ ქარს, თორემ მოიმკით ქარიშხალს, აგერ მოედანი და ლგბტ და ისაუბრეთ”.

ერთ-ერთმა სასულიერო პირმა საკომიტეტო მოსმენის დატოვებისას განაცხადა, რომ ქართული ოცნება იმაზე უარესს აკეთებს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა.

"ეს დღევანდელ ხელისუფლებას, არ წაადგება რა. ეკლესიასთან და ერთან დაპირისპირება, არ წაადგება. მაგალითი გაქვთ წინა ხელისუფლების, იგივეს აკეთებთ თქვენ. უარესს" - განაცხადა სასულიერო პირმა საკომიტეტო მოსმენის დატოვების წინ.

კომენტარები