ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია წესრიგისა და სამართლიანობის დამკვიდრება

საქართველოს მთავრობა

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. 

სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატების დასახელებამდე ოცნების მთავრობის მიერ მიღწეულ წარმატებებსა  და არჩევნების შემდგომ მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. 

ღარიბაშვილმა მიმართვა ბიძინა ივანიშვილის წარდგენით გახსნა. 

"მინდა გაცნობოთ, რომ, დღეს, ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად იმყოფება ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი ადამიანი. ადამიანი, რომელმაც სასწაული მაოხდინა ორი წლის წინ. მივესალმოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს" - მიმართა დარბაზში შეკრებილ მოსახლეობას პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ. გარდა ამისა, მისივე თქმით, არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და დემოკრატიული. 

მან ასევე აღნიშნა, რომ წინა წლებში ადგილობრივი ხელისუფალი დამოკიდებული იყო ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, რაც მკვეთრად იგრძნობოდა რეგიონებში.

თვითთმართველობის რეფორმის ფარგლებში, ღარიბაშვილის ინიციატივით საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 50%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მერებისა და მუნიციპალიტეტებში გამგებლების არჩევა მოხდება 50%-იანი ბარიერის გადალახვით. 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის მთავარი მიმართულებაა წესრიგის დამყარება და სამართლიანობის დამკვიდრება, რასაც, მისივე თქმით, დრო სჭირდება. 

არსებობს ბევრი გახმაურებული საქმე, რომლის დასრულებასაც ველოდებით. მიუხედავად ამისა, სამართლიანობის დამკვიდრება უნდა მოხდეს კანონის სრულიდ დაცვით და ყველაფერს თავისი დრო აქვს. არის ხალხი, რომელიც ცდილობს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გამოაცხადოს ის, რაც კანონის წინაშე სრულ თანასწორობას გულისხმობს, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ გავათავისუფლეთ სასამართლო და პოლიცია პოლიტიკური ზეწოლისაგან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ერევა გადაწყვეტილების მიღებაში - ნათქვამია ღარიბაშვილის მიმართვაში. 

აღსანიშნავია, რომ დღესვე, 26 აპრილს, ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონ პოსტმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2012 წლის თავისუფალ არჩევნებზე არჩეული ხელისუფლება აგრძელებს კონტრპროდუქტიულ ომს მის წინამორბედთან. თებერვალში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან. მან მიიღო გაფრთხილება აღარ განახორციელოს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური დევნა. ამის მიუხედავად, 22 მარტს სააკაშვილი გამოძახებული იყო დაკითხვისთვის პროკურორის მიერ, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის ჩვეული პრელუდიაა. ამას წინ უძღოდა მისი ყოფილი პრემიერმინისტრის სისხლის სამართლებრივი დევნა და თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენება. 

კომენტარები