უკრაინის კრიზისი

ჯონ კერიმ უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებები მწვავედ გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებები მწვავედ  გააკრიტიკა. ჯონ კერის განცხადებით,  თუ რუსეთი ამგვარ ქმედებებს განაგრძობს, ეს იქნება შეცდომა, რომელიც მას ძვირად დაუჯდება.  მისი თქმით, ჟენევის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია მოხდა.

კერიმ აბსურდი უწოდა რუსეთის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ახალ ფორმებში ეკიპირებული და თანამედროვე იარაღით შეიარაღებული ადამიანები უკრაინაში მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ  უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი, კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც, შეერთებული შტატების მონაცემებით, რუსეთიდან იმართება. მისი თქმით, ამერიკულ დაზვერვას აქვს მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში იმყოფებიან პირები, რომლებიც საქართველოში, ჩეჩნეთსა და ყირიმში რუსულ ოპერაციებში  მონაწილეობდნენ. 

კომენტარები