თავდაცვის სამინისტრო

ალასანია: საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით თავდაცვის სამინისტრო 2008 წლის ომის გამოძიებას აწარმოებს. ალასანიას განცხადებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და სამინისტრო მხოლოდ  სამხედრო მოქმედებების ექსპერტიზას ახორციელებს. 

"მიხეილ სააკაშვილს ჩვევაში აქვს, რომ თავისებურად აღიქვას და ინტერპრეტაცია გაუკეთოს სხვადასხვა საკითხებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შეცდომაში განზრახ შეიყვანა საზოგადეოაება თითქოს თავდაცვის სამინისტრო ატარებს რუსეთ - საქართველოს ომის პოლიტიკურ გამოძიებას. საქართვლოში საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში შეიქმნა, მუშაობს 2008 წელს სამხედრო მოქმედებების ექსპერტიზაზე. ეს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. 

თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც საომარი მოქმედებების დროს სამხედროების თვალწინ მტერს ზურგი აჩვენა", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში, რომელიც მან Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. 

კომენტარები