ბორნის ჩაძირვა

კორეაში ბორნის ჩაძირვის შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

REUTERS

სამხრეთ კორეის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა, რომელზეც 477 მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტი სანაპიროდან 20 კილომეტრში მოხდა.

დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება. სანაპირო დაცვის ცნობით, მაშველებმა 360-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მხოლოდ 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 300-ზე მეტი კი, დაკარგულია.

შესაძლოა, ბორნის ჩაძირვის მიზეზი რიფთან შეჯახება გახდა.

მგზავრების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, რომლებიც კურორტზე მიემგზავრებოდნენ.

კომენტარები