თეორემა

სახელმწიფო სტომატოლოგიური ბიზნესის წინააღმდეგ

პაციენტებზე ზრუნვა თუ კორუფციული ინტერესი - რა დგას მთავრობის გადაწყვეტილების უკან, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური კლინიკები ვალდებულნი არიან ამ წლის პირველ მაისამდე კაბინეტები პანდუსით უზრუნველყონ, ხოლო თითო ბორმანქანაზე საბჭოთა ტრადიციისამებრ 14 კვადრატული მეტრი გამოყონ.

რატომ აკისრებს სახელმწიფო კერძო კლინიკებს ისეთ ვალდებულებას, ჯერ თვითონ რომ არ შეუსრულებია? რატომ საბჭოთა და არა ევროპული სტანდარტი? რა გავლენას მოახდენს მთავრობის დადგენილება სტომატოლოგიურ ბიზნესზე, უმუშევრობაზე, სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხსა და ფასზე?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით თეორემას მეორე ნაწილში, მოვისმენთ ხალხის ხმასაც.

გადაცემის სტუმრები: თამარ ყურაშვილი, ანდრია ურუშაძე, ანა არგანაშვილი, მარიამ ჯაში.

კომენტარები