ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილი და ღარიბაშვილი ჭორებით ცდილობენ, მართონ საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაზე, რომ მას აქვს ინფორმაცია, ნაციონალური მოძრაობის წევრები ფარული ჩანაწერებით ადამიანებს აშანტაჟებენ, ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პასუხობს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობენ, ჭორებით მართონ ქართული საზოგადოება.

"ჩვენ წელიწადნახევარია, ვუყურებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ჭორებზე დაფუძნებით ცდილობენ, მართონ ქართული საზოგადოება და სამწუხაროდ, ჭიკაიძის განცხადება ამ ტრადიციის ლოგიკური გაგრძელებაა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არის ჰაკიმფაშიზმი, სწორედ ამ ტიპის მმართველობას ვგულისხმობთ."- თქვა ჭიაბერაშვილმა.

პრაიმტაიმთან ინტერვიუში ალექსაბდრე ჭიკაიძემ თქვა, - "მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები კვლავ ახორციელებენ ფარული ჩანაწერებით შანტაჟს. დაიბარეს რამდენიმე პიროვნება და ანახეს რაღაც ჩანაწერები - აი, ჩვენ შენზე ეს გვაქვს და ჭკუით იყავიო. თუ ეს მართალია და დადასტურდა, ძალიან ცუდი. იმედს ვიტოვებ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება."

კომენტარები