თაუხაშვილის საქმე

პროკურატურამ თათუხაშვილის საქმის დამატებითი მასალები გამოაქვეყნა

საქართველოს მთავარი პროკურატურა საკუთარ ვებგვერდზე შალვა თათუხაშვილთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო დასკვნას, გარდაცვლილის მობილურ ტელეფონზე განხორციელებული ზარების დეტალურ სატელეფონო ამონაწერსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ უწყებისთვის მიწოდებულ ფოტომასალას აქვეყნებს.აღნიშნული მასალები თან ერთვის თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნის შესახებ უწყების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას.

შეგასენებთ, შალვა თათუხაშვილი ე.წ ნავთლუღის საქმის მოწმე იყო. იგი 24 მარტს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოჯახის წევრების და ადვოკატის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი პროკურატურის გამომძიებლების მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. პროკურატურის ვერსიით, შალვა თათუხაშვილის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა, რომელიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად განვითარდა.

კომენტარები