გიგა ბოკერიას დაკითხვა

წულუკიანი ბოკერიას დაკითხვაზე: აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ

fb.com

ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნისა და ამჟამად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის მოწმის სახით დაკითხვის ფაქტზე, კომენტარი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი თქმით, არ უნდა დაირღვეს კანონი და მოწმის უფლებები, სხვა შემთხვევაში აჟიოტაჟის ატეხვა უსაფუძვლოა.

"არავინ არ არის დაცული იმისგან, რომ თუ მის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, მას დაუძახონ და დაუსვან კითხვები. ამაში აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ, მთავარია, რომ დაკითხვის პროცესი იყოს უფლებების შესაბამისი, რადგან მოწმეს აქვს თავისი უფლებები, როცა იკითხება. საერთაშორისო თანამეგობრობა იძლევა ყოველთვის იმ რჩევებს, რომელიც ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ რჩევებს ყოველთვის ყური უნდა დავუგდოთ" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბოკერიას მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარება მისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებთან დაკავშირებით მოხდა.

ბოკერიას დაკითხვა 5 საათი გაგრძელდა და 20 საათზე დასრულდა.

კომენტარები