უამინდობა საქართველოში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო 3 რეისი ვერ განხორციელდა

გასულ ღამეს ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე შენობა დააზიანა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული გამოძახება დაფიქსირდა. მათი ძირითადი ნაწილი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებასა და გადახდილ სახურავებს შეეხებოდა. უამინდობის გამო თბილისში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო, გასული ღამის განმავლობაში 3 რეისი ვერ განხორციელდა. აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, სტამბოლიდან დაგეგმილი ორი რეისი არ შედგა. აქედან ერთ-- ერთი რეისი საერთოდ გაუქმდა, ხოლო მეორე კი დღეს საღამოს შესრულდება. შეზღუდვებია დაწესებული საავტომობილო გზებზეც.

კომენტარები