აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩაიშალა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის დროებითი შემსრულებლისა თემურ მჟავიას თქმით, პირველი პირის არჩევა დღეს ვეღარ მოხერხდება.

მჟავიას განმარტებით, თავმჯდომარის არჩევას სჭირდებოდა სიითი შემადგენლობის 2/3, ანუ 23 დეპუტატიდან 16-ის დასწრება, თუმცა სესიაზე 13 მათგანი დარჩა.

კომენტარები