აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ვასილ ხორავა, ეკონომიკის მინისტრად - ავთანდილ ძაგანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - ქეთევან მაკარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრად - დიმიტრი ჯაიანი, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ - დავით გვაძაბია, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ - გივი კაცია, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესპურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ - ვალერი ბასარია, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად - კონსტანტინე კუჭუხიძე, განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრად - აბესალომ მიქელაძე, ზემო აფხაზეთის საკითხებში ა/რ მინისტრად - მევლუდ ჯაჭვლიანი.

ახალი შემადგენლობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

კომენტარები