აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ახალი მთავრობა დაამტკიცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ვასილ ხორავა გახდა, ეკონომიკის მინისტრი - ავთანდილ ძაგანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ქეთევან ბაკარაძე, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრი - დიმიტრი ჯაიანი. რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად კონსტანტინე კუჭუხიძე დაინიშნა, განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად კი, ლეილა გულედანი. ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი მევლუდ ჯაჭვლიანი გახდა, ხოლო დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით გვაძაბია. იუსტიციის დეპარტამენტს იგორ კოპალიანი უხელმძღვანელებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს კი, ვალერი ბასარია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 სექტემბერს წარადგინა. 

კომენტარები