სააკაშვილის დაკითხვა

მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე უარს ამბობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პროკურატურას დისტანციურად მის დაკითხვაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს კიევში, პარტია ბატკივშჩინას ლიდერ იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „როგორც ჩანს, მათ შეეშინდათ საერთაშორისო ზეწოლის. ახლა მათ შეცვალეს ფორმები, იმიტომ, რომ (ყველაფერი) კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა".
ყოფილმა პრეზიდენტმა „თავგასულ რუს ოლიგარქებს" ურჩია, უკრაინისა და იულია ტიმოშენკოს მაგალითზე გაითვალისწინონ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, „ასეთი სახის კამპანიები და პროკურატურის ასე გამოყენება" ცუდად მთავრდება.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურას „კაცის კაცი" და „ჩვეულებრივი ყაჩაღი" ფარცხალაძე მართავს, ქვეყნის მთავრობას - ასევე „კაცის კაცი". შესაბამისად, მისი თქმით, „ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა და მე მაქვს ძალიან ბევრი საქმე იმისთვის, რომ რაღაც სისულელეებში ვხარჯო დრო".

 

კომენტარები